Saturday, May 20, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

    დღეს შემაჯამებელი ბოლო გაკვეთლი გვქონდა ინტელის სასწავლო კურსზე, გავიმეორეთ ყველა საკითხი რასაც წინა შეხვედრების მანძილზე ვსწავლობდით, თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ ჩვენს მიერ მომწადებული პროექტის პრეზენტაცია, ძალიან საინტერესო იყო თითოეული მათგანი და ამიტომაც გაგვიჩნდა მოტივაცია რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ.     
 განსაკუთრებით მომეწონა  ნანა წიწუაშვილის ,,ჩემი ქალაქის ცისფერი არტერიები"  და ლია წიკლაურის  ,,საქართველოს ისტორიული ძეგლები"  რომლის მიზანი საინფორმაციო სარეკლამო აბრების  დამზადებაა , ვფიქრობ ბავშვების მიერ გაკეთებული საინფორმაციო რეკლამები უზრუნველყოფს  ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში სხვადასხვა ისტორიულ ძეგლზე.
     ჩვენი ეფექტური მუშაობა და მიღებული ცოდნა ჩვენი საყვარელი ტრენერის   ქეთევან ცერაძის დიდი შრომის დამსახურებაა და ამისათვის მადლიარებას გამოვხატავ მის მიმართ. ძალინ  გვიჭირს განშორება როგორც ქალბატონ ქეთევანთან ისე ერთმანეთთან  და გადავწყვიტეთ შევქნათ საზიარო დოკუმენტი რაც საშუალებას მოგვცემს ყოველდღიურად გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები.
   უღრმესი მადლობა ჩემგან ინტელის სასწავლო კურსის ორგანიზატორებს ამ მრავალფეროვანი, ინფორმაციით დატვირთული და ძალიან ნაყოფიერი ცხრა დღისათვის...

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, დღეს დავიწყეთ სასწავლო კურსზე მიღებული და  ცოდნის და უნარების რეალიზება და  პრაქტიკულად გამოყენება, შევქმენით  ფასილიტაციის რესურსი, მოვაწესრიგეთ პროექტის პორთფოლიო. ვისწავლეთ პორთფოლიოს ატვირთვა დრაივზე  და ბლოგზე განთავსება. 

Tuesday, May 9, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ყველაზე პრაქტიკული და სასიამოვნო დღე გვქონდა , ბლოგზე მუშაობა ძალიან მომეწონა...ვისწავლეთ ბლოგებზე გაჟეტების დამატება , დიზაინების შექმნა და შეცვლა, ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ აუცილებელია მასწავლებელი ფლობდეს იმ უნარებს რასაც ჩვენ აქ ვსწავლობთ. მოკლედ დღეიდან ჩემს ყველა საქმიანობას იხილავთ ბლოგებზე;);)

Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღეც როგორც ყველა წინა სამუშაო დღე წინარე ცოდნის გამეორებით დავიწყეთ, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს, ვისწავლეთ თუ როგორი უნდა იყოს  განსახორციებელი პროექტის ეფექტურად წარდგენა საზოგადოებისათვის ტექნიკურად და შინაარსობლივად.

ტრენინგის მესამე დღე

ძალიან საინტერესო იყო ასევე მესამე სამუშაო დღე, ჩვენ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთთუ რა მნიშვნელოვანი  საკითხები უნდა გავითვალისწინოთ მიზნის ეფექტურად ჩამოყალიბებისათვის, ვიმუშავეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტისათვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს , ვიმსჯელეთ და დავწერეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის საკვანძო კითხვები .

Sunday, April 23, 2017

ტრენინგის მეორე დღე

დღევანდელი დღე  კიდევ ურო დატვირთული იყო მრავალფეროვანი სავარჯიშოებით  , ხშირად ვიყენებდი სხვადასხვა ღონისძიებებისათვის საინფორმაციო და სარეკლამო ბუკლეტებს და ამისი გაკეთებისათვის ვიხდიდი  თანხებს , დღევანდელი დღიდან მე უკვე შემიძლია ნებისმიერი ბუკლეტი გავამზადო  ყველა სახის  პროექტისათვის. ასავე მომწონს რომ კიდევ უფრო დავხვეწე ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევები.

Saturday, April 22, 2017

ტრენინგის პირველი დღე

დღეს, ინტელის სასწავლო კურსის პირველი ტრენინგი ჩაგვიტარდა ქალაქ გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში,  გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამას და ვფიქრობ, აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ , გაცილებით წარმატებული გახდება ჩემი პედაგოგიური საქმიანობა.  გავეცანი  სახელმძღვანელოს გზამკვლევს , კურსის რესურსებს, განვიხილეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებს ეფექტური სასწავლო პროცესისათვის  და რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის გეგმის სწორად განსაზღვრა. ძალიან მიხარია, რომ   გავიცანი ადამიანები რომლებთანაც საერთო ინტერესები მაკავშირებს და კიდევ ერთხელ შევხვდი ძალიან კვალიფციურ  ტრენერს ქეთი ცერაძეს , მასთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება ჩემი კარიერული ზრდისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.