Sunday, April 30, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
დღევანდელი დღეც როგორც ყველა წინა სამუშაო დღე წინარე ცოდნის გამეორებით დავიწყეთ, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს, ვისწავლეთ თუ როგორი უნდა იყოს განსახორციებელი პროექტის ეფექტურად წარდგენა საზოგადოებისათვის ტექნიკურად და შინაარსობლივად.
ტრენინგის მესამე დღე
ძალიან საინტერესო იყო ასევე მესამე სამუშაო დღე, ჩვენ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთთუ რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავითვალისწინოთ მიზნის ეფექტურად ჩამოყალიბებისათვის, ვიმუშავეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტისათვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს , ვიმსჯელეთ და დავწერეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის საკვანძო კითხვები .
Sunday, April 23, 2017
ტრენინგის მეორე დღე
დღევანდელი დღე კიდევ ურო დატვირთული იყო მრავალფეროვანი სავარჯიშოებით , ხშირად ვიყენებდი სხვადასხვა ღონისძიებებისათვის საინფორმაციო და სარეკლამო ბუკლეტებს და ამისი გაკეთებისათვის ვიხდიდი თანხებს , დღევანდელი დღიდან მე უკვე შემიძლია ნებისმიერი ბუკლეტი გავამზადო ყველა სახის პროექტისათვის. ასავე მომწონს რომ კიდევ უფრო დავხვეწე ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
Saturday, April 22, 2017
ტრენინგის პირველი დღე
დღეს, ინტელის სასწავლო კურსის პირველი ტრენინგი ჩაგვიტარდა ქალაქ გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში, გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამას და ვფიქრობ, აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ , გაცილებით წარმატებული გახდება ჩემი პედაგოგიური საქმიანობა. გავეცანი სახელმძღვანელოს გზამკვლევს , კურსის რესურსებს, განვიხილეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებს ეფექტური სასწავლო პროცესისათვის და რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის გეგმის სწორად განსაზღვრა. ძალიან მიხარია, რომ გავიცანი ადამიანები რომლებთანაც საერთო ინტერესები მაკავშირებს და კიდევ ერთხელ შევხვდი ძალიან კვალიფციურ ტრენერს ქეთი ცერაძეს , მასთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება ჩემი კარიერული ზრდისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
Subscribe to:
Posts (Atom)