Saturday, May 20, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

    დღეს შემაჯამებელი ბოლო გაკვეთლი გვქონდა ინტელის სასწავლო კურსზე, გავიმეორეთ ყველა საკითხი რასაც წინა შეხვედრების მანძილზე ვსწავლობდით, თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ ჩვენს მიერ მომწადებული პროექტის პრეზენტაცია, ძალიან საინტერესო იყო თითოეული მათგანი და ამიტომაც გაგვიჩნდა მოტივაცია რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ.     
 განსაკუთრებით მომეწონა  ნანა წიწუაშვილის ,,ჩემი ქალაქის ცისფერი არტერიები"  და ლია წიკლაურის  ,,საქართველოს ისტორიული ძეგლები"  რომლის მიზანი საინფორმაციო სარეკლამო აბრების  დამზადებაა , ვფიქრობ ბავშვების მიერ გაკეთებული საინფორმაციო რეკლამები უზრუნველყოფს  ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში სხვადასხვა ისტორიულ ძეგლზე.
     ჩვენი ეფექტური მუშაობა და მიღებული ცოდნა ჩვენი საყვარელი ტრენერის   ქეთევან ცერაძის დიდი შრომის დამსახურებაა და ამისათვის მადლიარებას გამოვხატავ მის მიმართ. ძალინ  გვიჭირს განშორება როგორც ქალბატონ ქეთევანთან ისე ერთმანეთთან  და გადავწყვიტეთ შევქნათ საზიარო დოკუმენტი რაც საშუალებას მოგვცემს ყოველდღიურად გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები.
   უღრმესი მადლობა ჩემგან ინტელის სასწავლო კურსის ორგანიზატორებს ამ მრავალფეროვანი, ინფორმაციით დატვირთული და ძალიან ნაყოფიერი ცხრა დღისათვის...

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, დღეს დავიწყეთ სასწავლო კურსზე მიღებული და  ცოდნის და უნარების რეალიზება და  პრაქტიკულად გამოყენება, შევქმენით  ფასილიტაციის რესურსი, მოვაწესრიგეთ პროექტის პორთფოლიო. ვისწავლეთ პორთფოლიოს ატვირთვა დრაივზე  და ბლოგზე განთავსება. 

Tuesday, May 9, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ყველაზე პრაქტიკული და სასიამოვნო დღე გვქონდა , ბლოგზე მუშაობა ძალიან მომეწონა...ვისწავლეთ ბლოგებზე გაჟეტების დამატება , დიზაინების შექმნა და შეცვლა, ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ აუცილებელია მასწავლებელი ფლობდეს იმ უნარებს რასაც ჩვენ აქ ვსწავლობთ. მოკლედ დღეიდან ჩემს ყველა საქმიანობას იხილავთ ბლოგებზე;);)